ტუპოლევის სახელობის აეროპორტი ვნუკოვო – მოსკოვის სიდიდით მესამე აეროპორტი, თუმცა მას შეიძლება ვუწოდოთ მთავარი, ვინაიდან სწორედ ამ აეროპორტიდან უმეტეს შემთხვევებში გადიან სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის წევრები, ქვეყნის უმსხვილესი მეწარმეები და სხვა VIP-მგზავრები. აქ ყველაზე ხშირად ჩამოდიან მაღალი რანგის სტუმრები სხვა სახელმწიფოებიდან. აქ არის ორი ტერმინალი, გათვლილი მხოლოდ საქმიან რეისებზე, ერთი მსხვილი აეროვაგზალი – ჩვეულებრივი მოგზაურებისათვის და სატვირთო კომპლექსი.

საჰაერო სანაოსნოს წლიური მგზავრთა ნაკადი შეადგენს დაახლოებით 22 მილიონ ადამიანს. აქ არის ორი ასაფრენ-დასაჯდომო ბილიკი, რომელთა სიგრძე იძლევა მსხვილი ავიალაინერების დაუბრკოლებლად დაჯდომის შესაძლებლობას. აეროპორტი ვნუკოვო, სადაც მდებარეობს საერთაშორისო ტერმინალი, იძლევა სხვა კონტინენტებზე, მათ შორის კერძო თვითმფრინავით გამგზავრების შესაძლებლობას.

ინდივიდუალური რეისის სწრაფი გაფორმება

კერძო თვითმფრინავის დაკვეთა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ამისათვის უნდა მიმართოთ საერთაშორისო ავიაცენტრ AVIAV TM (Cofrance SARL)-ს, რომელთანაც დიდი ხანია თანამშრომლობს აეროპორტი ვნუკოვო. საჰაერო კვანძის ოფიციალური წარმომადგენელი დაჯავშნის რეისს, დაგეხმარებათ ბიზნეს-ჯეტის მოდელის შერჩევაში და თავიდან  ბოლომდე მოაწყობს გადაფრენას.

ინდივიდუალური რეისის დაკვეთის გაფორმება შესაძლებელია აღნიშნულ საიტზე, სპეციალური ფორმის შევსების ან თქვენი მოთხოვნების ჩატის დატოვების გზით. გამგზავრების პუნქტის სახით მიუთითეთ აეროპორტი ვნუკოვო. ონლაინ დაჯავშნა ხორციელდება მენეჯერის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე. მიუთითეთ:

  • მგზავრების რაოდენობა,
  • ჩაფრენის აეროპორტი,
  • ბარგის მიახლოებითი წონა,
  • გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღები,
  • ორივე მიმართულებით გამგზავრების სასურველი დრო,
  • ინდივიდუალური მოთხოვნები,
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

AVIAV TM (Cofrance SARL)-ს მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების შესათანხმებლად და რეისის ღირებულების დასახელებისათვის. თქვენ შემოგთავაზებენ წამყვანი საავიაციო მწარმოებლების სხვადასხვა მარკის თვითმფრინავების მოდელებს: Bombardier, Gulfstream, Embraer, Cessna,  Dassault Aviation, Sukhoi Superjet, Pilatus, Beechcraft, – თქვენ დაგჩრებათ მხოლოდ ხელსაყრელი ვერსიის შერჩევა და საჭირო თანმხლები მომსახურების დასახელება.

თანმხლები სერვისი

AVIAV TM (Cofrance SARL) თავიდან ბოლომდე აწყობს რეისს:

  • მივიღებთ ნებართვას რეისზე,
  • შემოგთავაზებთ ტაქსს აეროპორტი ვნუკოვოში (კლიენტის სურვილით – ბიზნეს-კლასი, ლიმუზინი, ბრონირებული ავტომობილი),
  • დაგხვდებით და გაგაცილებთ, მივიტანთ ბარგს,
  • დაგეხმარებით სულ რამდენიმე წუთში გაიაროთ ფორმალობები და საბაჟო აეროპორტში,
  • გავაფორმებთ საჭირო დოკუმენტებს: პასპორტებს, ვიზებს, სამედიცინო დაზღვევას, ცნობებს ცხოველებისთვის,
  • ვიზრუნებთ კვებაზე ბორტზე (მენიუ რესტორნიდან თანხმდება წინასწარ),
  • ვაწყობთ გართობებს, საქმიან ღონისძიებებს ან დღესასწაულს ფრენის დროს,
  • უზრუნველვყოფთ ტრანსფერს ჩაფრენის პუნქტში (ავტომობილი, შვეულმფრენი),
  • ვთავაზობთ კონსიერჟ-მომსახურებას მსოფლიოს საჭირო ქალაქში.

აეროპორტი ვნუკოვოს შერჩევის მიზეზები

ინდივიდუალური რეისს, რომლის საწყისი წერტილი გახდება აეროპორტი ვნუკოვო, არ ასახავს საჰაერო სანაოსნოს ოფიციალური საიტი.ეს იძლევა მოგზაურებისათვის სრული კონფიდენციალურობის გარანტიას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VIP-მგზავრებისათვის. კერძო თვითმფრინავები დაფრინავენ იმის ჩვეულებრივი ავიაკომპანიებისაგან დამოუკიდებლად, კლიენტების მიერ დანიშნული მარშრუუტით, გადაჯდომის გარეშე, დამკვეთისათვის მოსახერხებელ დროს.

თუ იპოვით რუკაზე აეროპორტი ვნუკოვოს, ადვილად შესამჩნევია, რომ ის მხოლოდ 10 კილომეტრით არის დაშორებული მოსკოვის წრიული ავტოგაზისგან. სატრანსპორტო ქსელი არის გამგზავრების პუნქტის სახით ამ საჰაერო სანაოსნოს არჩევის კიდევ ერთი მიზეზი.

თუ დეტალურად განვიხილავთ აეროპორტი ვნუკოვოს, აღმოაჩენთ სქემაზე, რომ ორივე საქმიანი ტერმინალი მთავრისგან განცალკევებით არის განლაგებული. მათ გააჩნიათ განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სთავაზობს VIP-მგზავრებს საჭირო დონის კომფორტს. აქ არის duty free-ს საკუთარი მაღაზიები, კაფეები, მოლაპარაკების ოთახები, კომფორტული მოცდის დარბაზები და მრავალი სხვა. გამოფრენამდე თქვენ მოახერხებთ დაისვენოთ სიჩუმეში, დალიოთ ყავა, იმუშაოთ ან გაესაუბროთ კოლეგებს.

AVIAV TM (COFRANCE SARL)-თან თანამშრომლობის უპირატესობანი

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მაქსიმალურად აადვილებს თვითმფრინავის იჯარის პროცესს, განსაკუთრებით, თუ თქვენ აირჩევთ ვნუკოვოს აეროპორტს. დაჯავშნა წუთზე მეტს არ იკავებს, ხოლო ხელშეკრულების დადებაზე, დეტალების შეთანხმებაზე და გადახდის განხორციელებაზე  თქვენ მხოლოდ 15 წუთს დაკარგავთ. ყველა დოკუმენტი ფორმდება ონლაინ,  კლიენტს სთავაზობენ სალონის ფოტოს, თვითმფრინავის აღწერას, მის “ასაკს“ და რამდენიმე მოდელს შესარჩევად. ამის შემდეგ მგზავრები შეიძლება მოემზადონ მოგზაურობისათვის – მის სრულ ორგანიზებას საკუთარ თავზე იღებენ «კოფრანსი»-ს სპეციალისტები.

AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მუშაობაში პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კომპანია არის შემდეგი ორგანიზაციების წევრი:

— Wyvern Ltd. – ფრენების დაცვის საერთაშორისო ლიდერი,

— ARGUS International – აუდიტის უმსხვილესი საავიაციო კომპანია,

— Avinode – მთავარი ჩარტერული ქსელი,

— EBAA и NBAA  – ინტერნაციონალური საავიაციო ბიზნეს-ასოციაცია.

ყოველი სტარტის წინ საჰაერო ხომალდები გადიან მრავალდონიან შემოწმებას. მართვასთან დაიშვებიან მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პილოტები, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო ატესტაცია და მუშაობის დიდი გამოცდილება. აეროპორტის ყველა კუთხე აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მუდმივ თვალყურის დევნას. უსაფრთხოების სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან. კლიენტის სურვილით AVIAV TM (Cofrance SARL) სთავაზობს მგზავრებს პირად დაცვას, რომელიც გაჰყვება მათ რეისის დროს.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) 11 წელია მუშაობს ავიაციის ბაზარზე და 2018 წელს გახდა ბიზნეს-რეისების ლიდერი ევროპაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან საჰაერო სანაოსნოებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  ვნუკოვოს აეროპორტს. მოსკოვი და მისი მაცხოვრებლები იმყოფებიან მუდმივ დაძაბულ თანამედროვე ტემპში, რომელსაც იდეალურად შეესადაგება  კერძო გადაფრენების მომსახურება. პერსონალური თვითმფრინავი იძლევა საშუალებას ზუსტად დანიშნულ დროს აღმოჩნდეთ შესანიშნავ ფორმაში საჭირო ადგილზე.

Не стесняйтесь задавать вопросы!

Бесплатная консультация

Не стесняйтесь задавать любые вопросы!
Заполняйте форму ниже и один из наших дружелюбных сотрудников
свяжемся с Вами.
Мы здесь, чтобы помочь!

О нас

Последние новости

Следите за последними новостями и статьями с AVIAV TM (COFRANCE SARL)