საქმიანი აეროპორტი ვნუკოვო-3-ს უპირატესობანი

Путешествия бизнес авиацией

ვნუკოვოს აეროპორტს აქვს საქმიანი ავიაციის მგზავრებზე გათვლილი ორი ცალკე ტერმინალი. პირველი გამოიყენება მხოლოდ მთავრობის წევრების სპეც რეისებისათვის და იმავე სტატუსის უცხოური სტუმრების მისაღებად. მეორე – იმ მოგზაურებისათვის, რომლებიც დაფრინავენ კერძო თვითმფრინავებით.

ინდივიდუალური რეისის შეკვეთა შესაძლებელია AVIAV TM (Cofrance SARL)-ს მეშვეობით. შეავსეთ დაჯავშნის ფორმა ამ საიტზე ან დატოვეთ თქვენი მოთხოვნები თავისუფალი ფორმით ჩატის ფანჯარაში ანდა უბრალოდ დაუკავშირდით «კოფრანსი»-ს მენეჯერს თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით. ჩარტერი ფორმდება დისტანციურად სულ რამდენიმე წუთში, კლიენტს აქვს საკუთარი შეხედულებით თვითმფრინავის მოდელისა და სალონის შერჩევის შესაძლებლობა.

ვნუკოვო – 3-ს თავისებურებანი

კერძო გადაფრენისთვის აეროპორტი ვნუკოვოს, რომელშიც არის საქმიანი ავიაციის ორი ცალკე ტერმინალი, არჩევის მიზეზები ცხადია. აქ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, არსებობს VIP-კლიენტებზე ორიენტირებული თანამედროვე კომფორტი.

ტერმინალი ვნუკოვო — 3 – ეს არის უმსხვილესი საავიაციო ცენტრი, სადაც ერთდროულად განთავსდება 250 თვითმფრინავი. ის ორ ზონად იყოფა: შიდა და საერთაშორისო რეისებისათვის. კერძო თვითმფრინავის შეკვეთა AVIAV TM (Cofrance SARL)-ში იძლევა ფორმალობების და საბაჟო პროცედურების რამდენიმე წუთში გავლის და მაშინვე თვითმფრინავის ბორტზე გადასვლის შესაძლებლობას.

კომფორტი

კომფორტის მაღალი დონე – ეს არის ის, რითიც სამართლიანად ამაყობს საქმიანი ვნუკოვოს აეროპორტი. პარკირება ტერმინალთან დაცულია და იძლევა პირადი ავტომობილის სრულად უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობას. მგზავრებისათვის შექმნილია მყუდრო მოცდის დარბაზები და ოთახები ბიზნეს-მოლაპარაკებებისათვის, არის კაფეები, duty free-ს მაღაზიები, ბარი ექსკლუზიური სასმელებით, საშხაპე ოთახები. დასვენების ზონაში არის შადრევანი და პატარა ტბა, სადაც სასიამოვნოა დროის გატარება რეისის მოლოდინში.

თუ საწყის წერტილად თქვენ აირჩიეთ ბიზნეს აეროპორტი ვნუკოვო, ავიაკომპანიების რეისების განრიგი არანაირ გავლენას არ მოახდენს თქვენი სტარტის დროზე. კერძო თვითმფრინავებს ყოველთვის წინ უშვებენ, რადგან ესმით რაოდენ მნიშვნელოვანია VIP-მოგზაურებისათვის მისვლა საჭირო ადგილზე ზუსტად დანიშნულ დროს. კომფორტული გარემო ბორტზე იძლევა ფრენის დროს დასვენების, დაძინების, საყვარელი რესტორნიდან მოტანილი კერძების დაგემოვნების და დანიშნულების პუნქტში მშვენიერ ფორმაში ჩასვლის შესაძლებლობას.

Читайте также  სანიტარული ავიაცია ვნუკოვოში

განლაგება

თუ იპოვით მოსკოვის რუკაზე ვნუკოვოს აეროპორტს, აღმოაჩენთ, რომ ის უფრო მოხერხებულად არის განლაგებული, ვიდრე სხვა საჰაერო სანაოსნოები. მხოლოდ ათი კილომეტრი აშორებს მას მოსკოვის წრიული ავტოგზისგან, რომელსაც მარტივად დაფარავთ რამდენიმე წუთში. ტრანსფერი კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-გან გულისხმობს ბიზნეს-კლასის ავტომობილებს ან ლიმუზინებს, რომლებიც კლიენტის სურვილის შესაბამისად ირჩევა. მგზავრებს შეიძლება თან ახლდეს პირადი დაცვა ან «კოფრანსი»-ს მიერ დაქირავებული მცველი.

უსაფრთხოება

AVIA Чартер - приложение для заказа джета

მომატებული უსაფრთხოება – ეს არის ის, რასაც ვნუკოვოს აეროპორტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ტერმინალი აღჭურვილია ვიდეო თვალთვალის ასობით კამერით და იმყოფება 24-საათიანი დაცვის ქვეშ. მის ტერიტორიაზე გარეშე პირების შესვლა გამორიცხულია.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) იძლევა გადაფრენების უსაფრთხოების გარანტიას. გამოფრენის წინ თითოეული საჰაერო ხომალდი გადის მრავალდონიან შემოწმებას, რათა მიიღოს ნებართვა რეისის განხორციელებაზე. კერძო ავიაციაში ეკიპაჟს იწვევენ მხოლოდ სამოქალაქო ავიაციაში წარმატებული მუშაობის შემდეგ. ამიტომ თითოეულ პილოტს აქვს საერთაშორისო ატესტაცია და დიდი რაოდენობის საფრენი საათები.

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის ასპროცენტიანი გარანტია არის ვნუკოვოს აეროპორტის არჩევის დამატებითი მიზეზი. ოფიციალური საიტი არ ასახავს ინფორმაციას კერძო ფრენების შესახებ, აეროპორტის თანამშრომლები ხელს აწერენ შეთანხმებას სამსახურეობრივი საიდუმლოს გაუმჟღავნებლების შესახებ. ცალკე ტერმინალი და ინდივიდუალური მისასვლელი გზა კიევის და ბოროვის გზატკეცილიდან იძლევა საიდუმლოს შენარჩუნების შესაძლებლობას.

პირდაპირი ფრენები

საერთაშორისო ტერმინალი და გრძელი ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი აძლევენ თვითმფრინავებს შესაძლებლობას გაფრინდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუ გამოფრენის პუნქტის სახით აირჩევენ ვნუკოვოს აეროპორტს. საჰაერო სანაოსნოს სქემები იძლევიან საშუალებას დაინახოთ საქმიანი ავიაციის კომპლექსის სრულ დამოუკიდებლობას ჩვეულებრივი მგზავრების ზონისგან.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) აწყობს პირდაპირ რეისებს იშვიათი მარშრუტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ არ სთავაზობენ ავიაკომპანიები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ საშვეულმფრენო ტაქსს, რომელიც გადაგიყვანთ ქალაქში, რომელშიც არ არის აეროპორტი, სამთოსათხილამურო კურორტზე, შენობის სახურავზე ან ზღვაში იახტაზე.

Читайте также  ტვირთის საჰაერო მიწოდება ვნუკოვოდან

საჰაერო ხომალდების მენეჯმენტი

საქმიანი გადაფრენების ორგანიზების გარდა კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) ასრულებს კერძო თვითმფრინავების კომერციულ მენეჯმენტს. დედაქალაქის მფლობელთა ბაზირების ადგილი უმეტეს შემთხვევაში ხდება აეროპორტი ვნუკოვო. «კოფრანსის» ოფიციალური წარმომადგენელი 24 საათის განმავლობაში იმყოფება საჰაერო სანაოსნოში და ადგილზე წყვეტს ყველა საჭირო საკითხს.

AVIAV TM (Cofrance SARL)-ის კომპეტენციაშია:

  • რეისებზე ნებართვის მიღება,
  • საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება,
  • საჭირო შემოწმების გავლა,
  • საფრენი ვარგისიანობის სერტიფიკატების გაგრძელება,
  • საბაჟო საკითხების გადაწყვეტა,
  • ბიზნეს-ჯეტების და გადაფრენების დაზღვევა,
  • კლიენტების მოძიება და ჩარტერების ორგანიზება თავიდან ბოლომდე,
  • თვითმფრინავების შენახვა,
  • ეკიპაჟის წარმოდგენა,
  • საქმიანი ავიაციის სფეროში სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

კერძო თვითმფრინავების გასაჩერებლად იდეალურ ადგილს წარმოადგენს ბიზნეს აეროპორტი ვნუკოვო. მომსახურების სქემა შეიცავს აუცილებელი პროცედურების მაქსიმუმს. ტექნიკური სერვისი განლაგებულია უშუალოდ საჰაერო სანაოსნოს ტერიტორიაზე. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) სთავაზობს საავიაციო ინჟინერებს, რომლებიც ამოწმებენ თითოეული ჩატარებული ოპერაციის მიზანშეწონილობას და აძლევენ მფლობელს გამჭვირვალე ფინანსურ ანგარიშს.

AVIAV TM (Cofrance SARL)-ის თანამშრომლები მუდამ კავშირზე არიან, ამიტომ თქვენ ნებისმიერ მომენტში მოახერხებთ კერძო რეისის შეკვეთას ან ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხის მიღებას. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ VIP-კლიენტებთან და ვიცით, რომ ისინი ძალიან აფასებენ თავის დროს, ამიტომ ვმოქმედებთ მაქსიმალურად ოპერატიულად. შერჩეული თვითმფრინავი დაჯავშნიდა რამდენიმე საათში მზად იქნება გამოფრენისთვის. რაც შეეხება შვეულმფრენს, ის დაუყოვნებლივ არის მზად ფრენის განსახორციელებლად.

საქმიანი ავიაციის რეისებისათვის აეროპორტი ვნუკოვო – მოსკოვი არის ოპტიმალური არჩევანი. გადაფრენა კერძო თვითმფრინავებით არის AVIAV TM (Cofrance SARL)-ის საქმიანობის მთავარი მიმართულება. ჩვენთან ერთად თქვენი მოგზაურობა ჩაივლის მშვიდ, კომფორტულ ვითარებაში და დაგიტოვებთ ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს.

Related Posts